პლატფორმის შესახებ
URFootball Academy წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ საფეხბურთო პლატფორმას, რომელიც ეხმარება ფეხბურთელებს – ნებისმიერი ასაკისა და სქესის – სრულფასოვან ინდივიდუალურ განვითარებაში. პროექტი აერთიანებს საფეხბურთო განათლებას, პრაქტიკულ ვარჯიშებს და თანამედროვე სპორტულ მეცნიერებებს, რათა ფეხბურთელებმა მიიღონ სრულყოფილი მხარდაჭერა კარიერულ გზაზე.
ACADEMY FOR YOU

ჩემს შესახებ
გიორგი დავითაშვილი 28 წლის, პროფესიით საფეხბურთო მწვრთნელი. ჩემი მიზანია შევქმნა URFOOTBALL როგორც უნიკალური პლატფორმა,ნებისმიერი ასაკის და სქესის ფეხბურთელისთვის. სპეციალიზაციას ვაწარმოებ ფეხბურთელების ფიზიკურ, მენტალურ, ტექნიკურ, ტაქტიკურ და კვებით განვითარებაზე, რისთვისაც ვქმნი სრულყოფილ გარემოს როგორც სავარჯიშო მოედანზე, ისე ონლაინ სივრცეში. საერთაშორისო სერტიფიკატები მიღებული მაქვს სპორტული კვების,სპორტის ფსიქოლოგიის და ფიზიკური განვითარების მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებ პროფესიულ განვითარებას. ჩემი მიზანია — ხელი შევუწყო ფეხბურთელების პროგრესს და შევქმნა სისტემა, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენაში.
URFA Vision
5 მიმართულება
| 🎨 ფერი | 📌 მიმართულება | 🧠 მოკლე აღწერა |
|---|---|---|
| 🟣 იასამნისფერი | მენტალური მომზადება | ფსიქოლოგიური მდგრადობა, გადაწყვეტილების მიღება თამაშში, ფოკუსი და თამაშის კოგნიტიური მართვა |
| 🔵 ლურჯი | ტაქტიკური განათლება | მოედანზე გადაადგილების სტრატეგია, პოზიციური თამაში, გუნდური დისციპლინა და აზროვნების განვითარება მოედანზე |
| 🟢 მწვანე | ფიზიკური მომზადება | სისწრაფე, გამძლეობა, ძალა, თამაშის დროს ენერგიის მართვა |
| 🟡 ყვითელი | ტექნიკური მომზადება | პასინგი, დრიბლინგი, კარში დარტყმა, კრეატიულობა და ბურთის კონტროლი |
| 🔴 წითელი | ნუტრიცია და აღდგენა | სპორტული კვება,დიეტა, ვარჯიშის და თამაშის შემდგომი აღდგენა |
აკადემიის გეგმები
პროექტები და განრიგი
⚽ URFootball Academy Player
გახდი აკადემიის ნაწილი და ივარჯიშე როგორც პროფესიონალი
04.2026
